სახიფათო კავშირები, შოდერლო დე ლაკლო
რეიტინგი 4 / 1
ფასი: 14.00 ლარი ~7.31 აშშ
ამ რომანში, რომელიც ქართლ ენაზე პირველად გამოიცა, დასმული სოციალური და ფსიქოლოგიური თემები დღემდე აქტუალურია. აქ აღმოაჩენთ ორ მივიწყებულ, მაგრამ მეტად მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას: ქალი, ვინც უარს არ ამბობს უზნეო მამაკაცთან ურთიერთობაზე, მისივე მსხვერპლი ხდება; და დედა, რომელიც არაფრად ჩააგდებს იმას, რომ მისი ქალიშვილი მასზე მეტად სხვა ქალს ენდობა, აუცილებლად დაისჯება. ,,ვფიქრობთ, ყველაზე მეტად გარყვნილ მამაკაცებსა თუ ქალებს გაუჩნდებათ სურვილი სახელი გაუტეხონ ამ ნაწარმოებს, რომელშიც მათი ხრიკებია სააშკარაოზე გამოტანილი, მორწმუნენიც აღშფოთდებიან რელიგია თავის სიმაღლეზე ვერ არისო, ხოლო ე.წ. თავისუფლად მოაზროვნეებში ღვთისმოსავი ქალი ვერავითარ თანაგრძნობას ვერ აღძრავს, პირიქით, სწორედ ამ ღვთისმოსაობის გამო მიიჩნევენ მას უბადრუკ დედაკაცად,’’ _ ვკითხულობთ ამ რომანის პირველი ფრანგული გამოცემის წინასიტყვაობაში. როგორ შეუძლია ნიღბიან ადამიანს სახიფათო თამაში? როგორ გაება ცბიერი ვიკონტი მის მიერვე დაგებულ სიყვარულის მახეში? როგორი ფსიქოლოგია აქვს გარყვნილ ქალს? მამაკაცს? როგორია სახიფათო თამაშების ფსიქოლოგია? ამ და უამრავ ცხოვრებისეულ კითხვაზე პასუხებს ამ წიგნიდან მიიღებთ. არადა, მისი პირველი გამოცემიდან ორი საუკუნე გვაშორებს და დღემდე აქტუალურია, როგორც მშობლებისთვის, ასევე ახალგაზრდებისთვის. საინტერესოა, რომ სწორედ ამ ერთადერთი ეპისტოლარული შედევრით დაიმკვიდრა ადგილი შოდერლო დე ლაკლომ მსოფლიო ლიტერატურაში.
  • ფორმატი: 16 X 22
  • გვერდების რაოდენობა: 248
  • ყდა: მაგარი
მეტი
შეცვალეთ რაოდენობა
14.00 ლარი x
= ლარი
რაოდენობა
1
ახალი პროდუქტები